სირიის საგარეო საქმეთა მინისტრი ამბობს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო წარმომადგენლობა სირიაში ნიშნავს ვაშინგტონის მხრიდან აგრესიას და სუვერენიტეტის შელახვას.
სირიის პირველმა დიპლომატმა ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც გუშინ, ამერიკის სახელმწიფო მდივანმა რექს ტილერსონმა თქვა, რომ ამერიკის დიპლომატიური და სამხედრო მისია გაგრძელდება სირიაში მას შემდეგაც, რაც საერთაშორისო კოალიცია ისლამისტ დაჯგუფებებს დაამარცხებს.
შეერთებული შტატები მეთაურობს იმ კოალიციას, რომელიც 2014 წლიდან საჰაერო თავდასხმებს ახორციელებს ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ პოზიციებზე სირიასა და ერაყში. პენტაგონმა გასულ თვეში განაცხადა, რომ სირიაში 2000 ამერიკელი სამხედრო იმყოფება.
Facebook Forum