ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტილერსონი ჩრდილოეთ კორეის საკითხს გაეროს უშიშროების საბჭოში განიხილავს


ამერიკის სახელმწიფო მდივანი რექს ტილერსონი „გაერთიანებული ერების“ უშიშროების საბჭოს წევრებს ხვდება და მათთან ერთად ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ „მაქსიმალური წნეხის“ აუცილებლობაზე ისაუბრებს იმისათვის, რომ ამ უკანასკნელმა ატომური პროგრამის განვითარება შეწყვიტოს.

სახელმწიფო დეპარტამენტი აცხადებს, რომ ტილერსონი საბჭოს მოუწოდებს, ერთად იმუშაონ ეკონომიკური და დიპლომატიური წნეხის გასაზრდელად ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ და აიძულონ მისი მმართველი რეჟიმი, დაასრულოს ბალისტიკური და ატომური სარაკეტო პროგრამები.

ტილერსონი დღეს გაეროს გენერალურ მდივანს, ანტონიო გუტიერესსაც ხვდება.

XS
SM
MD
LG