სამმა ეკონომისტმა აიღო წლევანდელი ნობელის პრემია იმ წვლილისთვის, რომელიც მათ გლობალური სიღარიბის დაძლევაში შეიტანეს. შვედეთის სამეფო აკადემიამ ჯილდო ინდოელ- ამერიკელ აბჰიჯიტ ბანერჯის, ფრანგ-ამერიკელ ესტერ დაფლოს და ამერიკელ მაიკლ კრემერს მისცა. დაფლო ისტორიაში მეორე ქალია, ვინც ნობელის პრემია ეკონომიკის დარგში აიღო.
აკადემიის თქმით, ეკონომისტებმა ახალი მიდგომა შეიმუშავეს, რათა სიღარიბეს ებრძოლონ. ისინი უფრო მცირე საკითხებზე ფოკუსირდებიან, როგორიცაა მაგალითად - ბავშვების ჯანდაცვის და განათლების გაუმჯობესების გზები.
გამარჯვებულები 915,300 დოლარს თანაბრად გაიყოფენ.
Facebook Forum