ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნობელის პრემია მედიცინაში უჯრედებზე ჟანგბადის მოქმედების შესწავლისთვის სამ მეცნიერს გადაეცა


ნობელის პრემია მედიცინაში
ნობელის პრემია მედიცინაში

წელს, მედიცინაში ნობელის პრემიას ორი ამერიკელი და ერთი ბრიტანელი მეცნიერები გაიზიარებენ. მათ ჯილდო მოიპოვეს აღმოჩენისთვის, რომელიც შეისწავლის თუ როგორ რეაგირებენ უჯრედები ჟანგბადის მიწოდებაზე.

ნობელის კომიტეტმა ორშაბათს განაცხადა, რომ პრემიას უილიამ კაელინი, გრეგ სემენზა და პიტერ რეტკლიფი გაიყოფენ. პრემიის სახით მათ 918,000 დოლარი გადაეცემათ.

კომიტეტის თქმით, სამმა მეცნიერმა შეისწავლა და ახსნა „თუ როგორ მოქმედებს ჟანგბადის დონე უჯრედულ ნივთიერებათა ცვლაზე (მეტაბოლიზმზე) და ფსიქოლოგიურ ფუნქციონირებაზე“. კვლევა, კომიტეტის თქმით, ანემიასთან, კიბოსთან და სხვა დაავადებებთან ბრძოლის ახალი გზების მიგნებას შეუწყობს ხელს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG