ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნობელის პრემია ქიმიაში ლითიუმ-იონის ბატარეების განვითარებისთვის სამ მეცნიერს გადაეცემა


ნობელის პრემია ქიმიაში სამმა მეცნიერმა ლითიუმ-იონის ბატარეების განვითარებაზე მუშაობისთვის მოიპოვა. ნომელის კომიტეტმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ პრიზის ფულად ღირებულებას 918,000 დოლარს სამი მეცნიერი- ჯონ გუდინაფი (შეერთებული შტატები), სტენლი ვიტინგჰემი (დიდი ბრიტანეთი) და აკირა იოშინო (იაპონია) გაიყოფენ.

„ლითიუმ-იონის ბატარეებმა ჩვენს ცხოვრებაში რევოლუცია მოახდინა მას შემდეგ, რაც პირველად 1991 წელს გამოჩნდა ბაზარზე“, - თქვა ნობელის კომიტეტმა. „მათ შექმნეს საფუძველი უკაბელო, წიაღისეული საწვავის მომხმარებელი საზოგადოებისთვის და სამყაროს უდიდესი სარგებელი მოუტანეს“, - განაცხადეს მათ.

ნობელის პრემიის ლაურეატი ლიტერატურაში 2018 და 2019 წლებში ხვალ გახდება ცნობილი, ხოლო მშვიდობის პრემიის გამარჯვებულს კომიტეტი პარასკევს გამოაცხადებს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG