ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ხანძრების გამო, ლოს-ანჯელესში, ათასობით ადამიანი უსახლკაროდ დარჩა


ლოს-ანჯელესთან ახლოს, ტყის ხანძრების გამო, დაახლოებით, 60 000 ადამიანს მოუხდა საცხოვრებელი სახლების მიტოვება. ცეცხლი 3,000 ჰექარტზე მეტ ტერიტორიას მოედო. ხანძრის გამო, გადაიკეტა რამდენიმე გზა და კრიტიკულად დაშავდა ორი მეხანძრე.

ხანძარი, სახელად "სილვერადო", დილას, ლოს-ანჯელესიდან 60 კილომეტრის დაშორებით გაჩნდა და სწრაფად მოედო ირგვლივ ტერიტორიას. სპეციალისტები ამბობენ, რომ სტიქიური მოვლენა მშრალმა ამინდებმა და ქარებმა გამოიწვია.

"სიგიჟეა რაც ხდება, ჩემს მანქანაშიც კი. თვალები, ცხვირი, ყელი, ყველაფერი მეწვის", ამბობს ფრედერიკ ტურმანდრე, ერთ-ერთი ადგილობრივი.

ცეცხლი იმდენად მძლავრი იყო და სწრაფად ვრცელდებოდა, რომ ხალხის ევაკუაცია, დაახლოებით, 20 000 სახლიდან გახდა საჭირო. მოსახლეობის ევაკუაცია მოხდა რამდენიმე საჯარო სკოლიდანაც.

ამინდის ეროვნული ბიურომ უკვე გააფრთხილა მოსახლეობა, რომ დაბალი ტენიანობის, გამომშრალი მცენარეებისა და ძლიერი ქარების კომბინაციამ შექმნა "ყველაზე საშიში ამინდი ხანძრების წარმოსაქმნელად".

იმავე ბიუროს თქმით, ტერიტორია, რომელსაც ხანძარი გაუჩნდა, წითელ ზონაში იქნება დღევანდელი დღის ჩათვლით.

მძიმეა ორი მეხანძრის ჯანმრთელობის მდგომარეობა. მათ მეორე და მესამე ხარისხის დამწვრობები აქვთ მიღებული და ორივე ექიმების დკავირვების ქვეშაა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG