ხანძარი, რომელსაც ქარი აძლიერებდა, კალიფორნიის ჩრდილოეთ ნაწილში, ნაპას ვენახებს მოედო. დამწვარია, დაახლოებით, 809 ჰექტარი, რის გამოც, ასობით სახლიდან და ადგილობრივი საავადმყოფოდან ხალხის ევაკუაცია გახდა საჭირო.
მეხანძრეები ცდილობდნენ ხაძრის ლოკალიზაცია მოეხდინათ და არ მიეცათ ცეცხლისთვის საშუალება მეზობელ სახლებსა და ვენახებზეც გავრცელებულიყო. ხანძარი სან-ფრანცისკოდან, დაახლოებით, 120 კილომეტრის დაშორებით მძვინვარებდა.
ხანძრის გაძლიერებასთან ერთად, აუცილებელი გახდა მოსახლეობის ევაკუაცია, მათ შორის, წმინდა ელენეს სახელობის საავამდყოფოდანაც. დილის 7 საათზე 55 პაციენტი ვერტმფრენით გადაიყვანეს უსაფრთხო ადგილას. ინფორმაციას, საავამდყოფოს ადმინისტრაცია ავრცელებს.
საავადმყოფოს პრეს-სპიკერმა თქვა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ტერიტორია კვამლით იყო დაფარული, ვერტმფრენებისთვის ხედვის არეალი, საკმაოდ უსაფრთხო იყო, ამიტომ სასწრაფო დახმარების მანქანების ნაცვლად, მათ პაციენტების ევაკუაცია საჰაერო გზით არჩიეს.
ბოლო პერიოდში, ამ საავადმყოფოდან პაციენტების ევაკუაცია მეორედ გახდა საჭირო. 151- საწოლიანი საავადმყოფოდან პირველად, აგვისტოში, ძლიერი ხანძრის გამო, მოუხდათ პაციენტების შენობიდან გაყვანა.
ადგილობრივმა მთავრობამ, კვირას, 600 სახლის 1400 მაცხოვრებლის ევაკუაციის შესახებ გასცა ბრძანება.
Facebook Forum