დღეს ბრიტანეთის პარლამენტში ევროპის კავშირის დატოვების შეთანხმებაზე მსჯელობა განახლდა. დღის განმავლობაში კენჭს უყრიან ე.წ. ბრექსიტის პროცესში შესატან ცვლილებებს.
"ბი-ბი-სის" ცნობით, პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი აცხადებს, რომ ის ბრიუსელში დაბრუნებას გეგმავს და საზღვრების კონტროლთან დაკავშირებით, შეეცდება ცვლილებები შეიტანოს ე.წ. ბრექსიტის შეთანხმებაშიც. ევროპის კავშირი აქამდე აცხადებდა, რომ მოლაპარაკებულ შეთანხმებას აღარ შეცვლიდა.
კენჭისყრამდე და ბრიუსელშ გამგზავრებამდე, ტერეზა მეი დღეს ევროკავშირის ლიდერებს ტელეფონით დაუკავშირდება და მათ საქმის ვითარებას გააცნობს. მეი აცხადებს, რომ ბრიუსელის მხრიდან სკეპტიკური დამოკიდებულების მიუხედავად, ის შეძლებს ევროკავშირის ლიდერების დათანახმებას. ბრიტანეთის პრემიერის თქმით, კენჭისყრის შემდეგ, მათ უფრო "მკაფიო გზავნილი" ექნებათ.
Facebook Forum