პრემიერ-მინისტრის, ტერეზა მეის მიერ ბრიუსელთან შეთანხმებულმა ევროკავშირის დატოვების გეგმამ დღეს მწვავე მარცხი განიცადა. ბრიტანეთის პარლამენტში კენჭისყრაზე დაყენებული ე.წ. ბრექსიტის გეგმა რეკორდული უპირატესობით, 432 ხმით 202-ის წინააღმდეგ ჩავარდა.
კენჭისყრის დასრულებისთანავე, პრემიერმა მეიმ განაცხადა, რომ დამარცხების მასშტაბის გამო და მისი მნიშვნელობიდან გამომდინარე, მთავრობა ნებას დართავს პარლამენტს, დღის წესრიგში ქვეყნის პრემიერისადმი უნდობლობის საკითხი დააყენოს.
მოკლე განცხადებაში ტერეზა მეიმ ასევე თქვა, რომ მისაღები რეზოლუციის თაობაზე მოსალაპარაკებლად, ის სხვა პარტიების ლიდერებსაც შეხვდება. "სი-ენ-ენის" ცნობით, ბრიტანელ ლეიბორისტთა ლიდერი ჯერემი კორბინიც ადასტურებს, რომ პრემიერისადმი უნდობლობის საკითხის განხილვა ოთხშაბათს იქნა ჩანიშნული.
Facebook Forum