ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტერეზა მეიმ მინისტრებს ე.წ. ბრექსიტის ხსნის გეგმა წარუდგინა


ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა დღეს რამდენიმე წამყვან მინისტრს ევროპის კავშირის დატოვების, ე.წ. ბრექსიტის სტრატეგიის გეგმა კიდევ ერთხელ წარუდგინა. შემდეგ, ტერეზა მეი საგანგებო სხდომაზე გეგმას მთელ მინისტრთა კაბინეტს გააცნობს.

ასე დაიწყო ლონდონში ახალი პოლიტიკური კვირა, რომელიც ბევრი ანალიტიკოსის აზრით, მიანიშნებს, რომ გაერთიანებული სამეფოს მთავრობა კრიზისშია. მედიაში უქმეებზე ქვეყნის გადატრიალების მცდელობაზეც კი საუბრობდნენ.

შაბათს ქვეყანას ბრექსიტის საწინააღმდეგო მიტინგების კიდევ ერთმა ძლიერმა ტალღამ გადაუარა. ბრიტანელი ექსპერტები არც იმას გამორიცხავენ, რომ ეს პროცესები პრემიერი მეის და მისი კაბინეტის გადადგომით დასრულდეს.

ბრექსიტის საწინააღმდეგო მიტინგი ლონდონში, ტრაფალგარის მოედანზე
ბრექსიტის საწინააღმდეგო მიტინგი ლონდონში, ტრაფალგარის მოედანზე

მას შემდეგ, რაც წლის დასაწყისიდან ტერეზა მეის მიერ წარდგენილი გეგმა ორჯერ ჩავარდა, ბრიტანეთის ხელისუფლება ევროკავშირთან ადრე შეთანხმებული "გაყრის" გეგმის ყველა ძველ ვერსიას კვლავ განხილვის მაგიდაზე აბრუნებს. ამ ეტაპზე, ბრიუსელმა ლონდონს ევროპის კავშირის დატოვების ვადა, რომელიც 29 მარტს იყო ჩანიშნული, 12 აპრილამდე გაუგრძელა.

ახლა ტერეზა მეის დამატებით ორი კვირა აქვს იმისთვის, რომ სამშობლოში პარლამენტთან მოილაპარაკოს. შემდეგ, კი პრემიერმა ევროკავშირის ლიდერებთან შეთანხმება უნდა შეძლოს, რომ გაერთიანებული სამეფო ბლოკიდან ზედმეტი გართულებების გარეშე გაიყვანოს.

პრემიერ მეიზე ზეწოლა დღითი-დღე იზრდება. "დრო ამოიწურა" - ასე იყო დასათაურებული დღეს ყველაზე პოპულარული ბრიტანული გამოცემის The Sun პირველი გვერდის წამყვანი სტატია.

ბორის ჯონსონი
ბორის ჯონსონი

"ტერეზა მეი ქათამია, რომელმაც ბრექსიტის ბოთლი [საცობით] დააცო" - აცხადებს პრემიერის ცნობილი კრიტიკოსი და მისი მეტოქე, ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ბორის ჯონსონი გამოცემა "ტელეგრაფში". მისი თქმით, დადგა დრო პრემიერმა ბრიუსელს, ისე როგორც [ბიბლიურმა] მოსემ ეგვიპტის ფარაონს, ამ სიტყვებით მიმართოს: "გაუშვი ჩემი ხალხი".

Facebook Forum

XS
SM
MD
LG