ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ ღრმად შეშფოთებულია სომეხი ტყვეების სიკვდილით დასჯის გამო


ინტერნეტში გავრცელებულ ვიდეო ჩანაწერს, სადაც სავარაუდოდ აზერბაიჯანელი სამხედროები სომეხ ტყვეებს კლავენს, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი გამოეხმაურა. დეპარტამენტის პრესსპიკერი ნედ პრაისი წერს, რომ ვაშინგტონი ამ ფაქტით შეშფოთებულია და დროული გამოძიებისკენ მოუწოდებს.

„შეერთებული შტატები ღრმად არის შეშფოთებული ბოლოდროინდელი ცნობებით აზერბაიჯანელი ჯარისკაცების მიერ უიარაღო სომეხი ტყვეების სიკვდილით დასჯის შესახებ. მოვუწოდებთ დროული და მიუკერძოებელი გამოძიებისკენ. ნებისმიერ სისასტიკეზე პასუხისმგებელი პირი [პირები] პასუხისგებაში უნდა მიეცეს,“- წერს ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი ნედ პრასისი.

მანამდე ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა ტოვიო კლაარმა თქვა, რომ გავრცელებული ვიდეოჩანაწერების დროული შესწავლა უნდა მოხდეს, რადგან ის შესაძლოა შეიცავდეს ომის დანაშაულის ნიშნებს, გამოვლინდნენ დამნაშავე პირები და დაისაჯონ. ვრცლად იხილეთ აქ

კიდევ ერთ ვიდეოში ჩანს, როგორ აყენებენ შეურაცხყოფას, სავარაუდოდ სომეხი ჯარისკაცები გარდაცვლილ ადამიანებს, რომლებიც სავარაუდოდ აზერბაიჯანელები არიან.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG