ისლამისტური დაჯგუფება "ალ-შაბაბის" ლიდერი მოკლულია. ინფორმაციას ვაშინგტონი ავრცელებს. შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების ცნობის მიხედვით, აბდულა ნადირი შაბათს, სომალიში მიტანილი ავიაიერიშების შედეგად დაიღუპა.
სომალის მთავრობის განმარტებით, აბდულა იყო ერთ-ერთი დამფუძნებელი იმ ტერორისტული ჯგუფის, რომლის თავდასხმებს 2006 წლიდან დღემდე ათობით ათასი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. მთავრობის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ სომალელი ხალხი მადლიერია გაწეული დახმარებისთვის.
„მთავრობა მადლიერია სომალელი ხალხის და საერთაშორისო მეგობრების, რომელთა თანამშრომლობამ ხელი შეუწყო [მის] მოკვლას,“- წერია მთავრობის ოფიციალურ განცხადებაში. შეერთებული შტატები სომალიში საჰაერო დარტყმებს რეგულარულად ახორციელებს მთავრობის მხარდასაჭერად, რომელიც „ალ-შაბაბის“ ამბოხებულებს წლების განმავლობაში ებრძოდა.
აშშ-ის აფრიკის სარდლობის განცხადებით, ამერიკის ავიაციამ შაბათს იერიში ჯილიბის მახლობლად მიიტანა, დედაქალაქ მოგადიშუდან 370 კმ-ის დაცილებით, სამხრეთ-დასავლეთის მიმართულებით.
Facebook Forum