ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სიტუაცია კვლავ დაიძაბა, ამჯერად, პრობლემა სადემარკაციო ხაზია


44 დღის წინ, რუსეთის ჩარევით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ძალაშია. ყარაბაღის რეგიონში ახლა რუსი სამშვიდობოები დგანან, აზერბაიჯანმა კი პირველად 1990-იანი წლების შემდეგ, ტერიტორიის ნაწილზე კონტროლი აღიდგინა, რასაც ქვეყანაში ისტორიულ გამარჯვებად მიიჩნევენ.

სიტუაცია, თითქოს, შედარებით დასტაბილურდა, თუმცა, "რადიო თავისუფლების" მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის დაძაბულობის ახალი კერა გაჩნდა.

ამჯერად ქვეყნები სადემარკაციო ხაზზე და მის შემოგარენ ტერიტორიაზე დაობენ.

დავის თემა კი სომხეთის სამხრეთში მდებარე პროვინცია სიუნიკია, რომელიც ირანს ესაზღვრება. ამ პროვინციას, ირანის გარდა, საზღვარი აზერბაიჯანთანაც აქვს. დასავლეთით მას ნაქსვიანის აზერბაიჯანული ტერიტორია და აღმოსავლეთით ყუბადლისა და ზანგილანის რაიონები ესაზღვრება.

ბოლო 27 წლის განმავლობაში საზღვარი ამ ტერიტორიებს შორის არ არსებობდა. ყუბადლისა და ზანგილანის რაიონები 1993 წლიდან მოყოლებული ყარაბაღის სომხური ძალების მიერ იყო კონტროლირებული. სიტუაცია 3 თვის წინ შეიცვალა, მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანმა ამ ტერიტორიებზე კონტროლი დაიბრუნა.

კონტროლის აღდგენის შემდეგ სადემარკაციო ხაზთან დაკავშირებით გაურკვევლობაა. ამ ხაზზე გადის გზაც სომხეთის პროვინცია სიუნიკის ორ ყველაზე დიდ ქალაქთან, რაც სომხურ მხარეს დიდ პრობლემებს უქმნის. დაძაბულობა ამ ტერიტორიაზე ისე იზრდება, რომ დაპირისპირება სამხედრო შენაერთებს შორის მიმდინარეობს.

გავრცელებული ინფორმაციით, 13 დეკემბერს სომხურ და აზერბაიჯანულ მხარეებს შორის გასროლა მოხდა. სადემარკაციო ხაზთან ახლოს ორივე ქვეყნისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ტერიტორიებია განლაგებული, ამიტომ დაძაბულობა ამ ტერიტორიის ირგვლივ სულ უფრო მატულობს.

მართალია, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება კვლავ ძალაშია და მოქმედებს, თუმცა ადგილობრივი მოსახლეობა შიშობს, რომ ის, რაც 1990-იან წლებში ომის დაწყების მიზეზი გახდა, კვლავ განმეორდება. ს

ადემარკაციო ხაზთან მცხოვრები სომხები ამბობენ, რომ თავის დროზე ომი იმიტომ დაიწყო, რომ სომხები და აზერბაიჯანელები ძალიან ახლოს ცხოვრობდნენ ერთმანეთთან, ხდებოდა გატაცებები და ქურდობები. მოსახლეობის თქმით, სწორედ ამის განმეორების ეშინიათ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG