მართლმადიდებლური საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სესია საქართველოს პარლამენტში დღეს ასამბლეის პრეზიდენტმა, რუსეთის დუმის დეპუტატმა, „კომუნისტური პარტიის" წევრმა, სერგეი გავრილოვმა რუსულ ენაზე გახსნა.
ასამბლეის ჩატარებას ოპოზიციის მხრიდან პროტესტი მოჰყვა. სხდომაზე შესვენება გამოცხადდა. „ევროპული საქართველოსა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატებმა ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში რუსი დეპუტატების ყოფნა გააპროტესტეს. პროტესტს სამოქალაქო აქტივისტებიც შეუერთდნენ. საპარლამენტო უმრავლესობამ მართმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხვა ლოკაციაზე გადატანის გადაწყვეტილება მიიღო.
საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ეს მათთვის მძიმე სანახავი იყო და ამას მოჰყვება ქმედებები იმის დასადგენად, თუ "როგორ აღმოჩნდა პარლამენტის სპიკერის სავარძელში რუსი დეპუტატი".
პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები მომხდარით უკმაყოფილო ადამიანებს პარლამენტის შენობასთან 19:00 საათზე, საპროტესტო აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებენ.
Facebook Forum