ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უკრაინაში თვითმფრინავის აფეთქებაში კომისიამ 3 რუსი და 1 უკრაინელი ეჭვმიტანილი დაასახელა


ნიდერლანდების წინამძღოლობით მოქმედმა საერთაშორისო ექსპერტთა გუნდმა, რომელიც 2014 წელს, უკრაინის საჰაერო სივრცეში მალაიზიური სამგზავრო ავიარეისის აფეთქებას იძიებს, სამი რუსი და ერთი უკრაინელი მკვლელობაში ეჭვმიტანილებად დაასახელა.

ჰოლანდიელმა მთავარმა პროკურორმა ფრედ უსტერბეკმა ჰააგაში პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ეჭვმიტანილების მოქმედებებმა ხელი შეუწყო თვითმფრინავის ჩამოვარდნას და რომ გამომძიებლები არ მოსთხოვენ უკრაინასა და რუსეთს მათ ექსტრადირებას, რადგან ორივე ქვეყანა კრძალავს ასეთ რამეს. ნაცვლად ამისა, რუსეთს ისინი სთხოვენ ეჭვმიტანილების, რომლებიც რუსეთში იმყოფებიან, დაკითხვაზე დაბარებას.

რუსეთი, შესაძლოა თანამშრომლობაზე არ წავიდეს, რადგან ის უარყოფს ამ ინციდენტში მონაწილეობას და არაერთხელ დაუგმია გამოძიება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG