ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თავდასხმა ტეხასში: 5 დაღუპული და 21 დაჭრილი


დაცხრილული მანქანა. ტეხასი, აშშ
დაცხრილული მანქანა. ტეხასი, აშშ

ტეხასში, ქალაქ მიდლენდს და ოდესას შორის დღეს თავდამსხმელმა ცეცხლსასროლი იარაღით სროლა ატეხა. პირველადი ინფორმაციით, ის მანქანით დადიოდა და გამვლელებს ესროდა.

ადგილობრივი პოლიციის ცნობით, 5 ადამიანი მოკლულია და 21 დაიჭრა. მოკლულებს შორიასაა თავდასხმაში ეჭვმიტანილიც.

მომხდარს პოლიცია იძიებს. დაჭრილებს შორის ერთი პოლიციელიცაა, რომელსაც საავადმყოფოში მკურნალობენ. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG