ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კალიფორნიის შტატში ფესტივალზე თავდასხმას სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა


ამერიკელი სამართალდამცავების განცხადებით, კალიფორნიის შტატის დასავლეთში დავდამსხმელმა „ნივრის ფესტივალზე“ სამი ადამიანი მოკლა.

პოლიციის თქმით, თავდასხმა ცეცხლსასროლი იარაღით ქალაქ გილროიში მოხდა. შემთხვევის დროს 15 ადამიანი დაშავდა, თუმცა უცნობია რამ გამოიწვია მათი დაზიანებები. პოლიციამ, რომელმაც ინციდენტზე რეაგირება ერთ წუთში მოახდინა, თავდამსხმელი ადგილზე გაანეიტრალა.

"ნივრის ფესტივალი" კალიფორნიაში ყოველწლიურად იმართება და მას ათასობით ადამიანი ესწრება. ღონისძიების მიზანი ადგილობრივი თემისთვის და ორგანიზაციებისთვის ფინანსური რესურსები მოძიებაა.

ფესტივალზე მოსახვედრად მეტალის დეტექტორორების და უსაფრთხოების შემოწმების გავლა იყო საჭირო. პოლიციის ინფორმაციით, თავდასხმელმა ფესტივალზე ღობე გაჭრა და იარაღით ისე შეაღწია.

თავდასხმის მოტივები ამ დრომდე უცნობია. პოლიციამ განაცხადა, რომ თვითმხილველები მეორე ეჭვმიტანილსაც ასახელებდნენ, თუმცა უცნობია მარტო მოქმედებდა თუ არა თავდამსხელი.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG