მას შემდეგ , რაც მსოფლიოს ლიდერებმა ქიმიური იარაღის გამოყენების საპასუხოდ სირიაზე სამხედრო მოქმედებაზე მსჯელობა დაიწყეს, დამასკოს გარეუბანში სირიელი ამბოხებულებსა და ასადის ჯარებს შორის ბრძოლები გააქტიურდა.
შეერთებული შტატების თავდაცვის მდივნის ჩაკ ჰეიგელის განცხადებით, ამერიკის შეიარაღებული ძალები სამხედრო მოქმედებისთვის მზადაა და პრეზიდენტ ობამას ბრძანებას ელოდება.
„ჩვენ ნებისმიერ პირობას შევასრულებთ, ამერიკის სამხედრო ძალები მზადაა მოქმედებისთვის.“
ვაშინგტონი სირიის პრეზიდენტს ბაშარ ალ ასადს ქიმიური იარაღის გამოყენებაში ადანაშაულებს. დამასკო ამ პასუხისმგებლობაზე უარს ამბობს და აცხადებს, რომ ბრალდება შეერთებულ შტატებს სირიაში შეჭრის საბაბად სჭირდება. სირიის სგარეო საქმეთა მინისტრმა ვალიდ ალ-მოალემმა განაცხადა:
„თუ რაიმე აგრესიას ექნება ადგილი, ჩვენ ორი არჩევანის წინაშე აღმოვჩნდებით: დავნებდეთ ან ყველა საშუალებით ვცადოთ, თავი დავიცვათ.“
ამერიკის შეერთებული შტატების გეგმის ერთერთი ვარიანტია ოფშორული ზონიდან რაკეტები გაისროლოს, რაც ლიბიის ომის შემთხვევაში მოხდა. ბრუკინგსის ანალიტიკოსი მაიკლ ოჰანლონი ამბობს:
„ეს სამხედრო ოპერაცია რეჟიმის შეცვლას არ ითვალისწინებს, პრეზიდენტ ობამას სურს კონფლიქტში ამერიკის როლი მინიმუმამდე დაიყვანოს. ეს იქნება სადამსჯელო შეზღუდული სარაკეტო დარტყმები , რაც ასადს მესიჯს გაუგზავნის, რათა ქიმიური იარაღი აღარ გამოიყენოს.“
სამხედრო ქმედებების დაწყებამდე ობამას ადმინისტრაცია დასავლეთის ქვეყნებსა და არაბულ სამყაროში მხარდაჭერის მოპოვებას ცდილობს. დევიდ შენკერი ვაშინგტონში ახლო აღმოსავლეთის ინსიტიტუტის თანამშრომელია:
„ჩვენ არ ვაპირებთ, გაეროს უსაფრთხოების საბჭოს მხარდაჭერა მოვიპოვოთ, ვეცდებით მოვიპოვოთ ის, რაც ამ ეტაპზეა შესაძლებელი.“
პრეზიდენტ ასადის დიდი ხნის მეგობარი რუსეთი ყველა ღონეს ხმარობს იმისთვის, რათა გაეროს უსაფრთხოების საბჭოზე ეს საკითხი დაიბლოკოს. მოსკოვი ასევე ადანაშაულებს დასავლეთის რამდენიმე ქვეყანას იმაში, რომ მათ სირიაში კრიზისი ხელოვნურად დაძაბეს. საგარეო საქმეთა მინისტრის პრესსპიკერი ალექსანდრე ლუკაშევიჩი ამბობს:
„იმის მცდელობა , რომ გაეროს უსაფრთხოების საბჭო შეიარაღებული თავდასხმის ხელოვნურად შექმნილ აუცილებლობაში დარწმუნდეს, რეგიონში სიტუაციას უფრო მეტად დაძაბავს.“
ამერიკის მთავრობის განცხადებით, ვიდრე პრეზიდენტი ოაბამა გადაწყვეტილებას მიიღებს, კონგრესის წევრებს დაზვერვის დეტალების შესახებ ინფორმაცია მიეწოდებათ.