ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნავთობით დაბინძურების აღმოფხვრაში მონაწილე მოხალისეები პუტინს ფედერალურ დახმარებას სთხოვენ


მოხალისეები დასუფთავების სამუშაოებში მონაწილეობის მისაღებად ემზადებიან
მოხალისეები დასუფთავების სამუშაოებში მონაწილეობის მისაღებად ემზადებიან

მოხალისეებმა, რომლებიც რუსეთის შავი ზღვის სანაპირო ზოლზე ნავთობის დიდი გაჟონვის შედეგების აღმოფხვრაში ეხმარებიან, ორშაბათს პრეზიდენტ პუტინს ვიდეო მიმართვით სთხოვეს გადაუდებლად გაუგზავნოს ფედერალური დახმარება, რადგან მათ და ადგილობრივ ხელისუფლებას საქმესთან გამკლავება უჭირდათ.

დაბინძურებამ, რომელმაც პოპულარულ საზაფხულო კურორტ ანაპასა და მის გარშემო ქვიშის პლაჟები დაფარა, ზღვის ფრინველებს, ცხოველებსა და ზოგადად, ირგვლივ არსებულ ფლორასა და ფაუნას სერიოზული პრობლემები შეუქმნა.

ნავთობი ორი ძველი ტანკერიდან დაიღვარა, რომელიც 15 დეკემბერს შტორმში მოხვდა. ერთი ხომალდი შუაზე გადატყდა, მეორე კი ხმელეთზე აღმოჩნდა.

ხუთშაბათს პუტინმა ინციდენტს ეკოლოგიური უბედურება უწოდა. რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ოფიციალური პირების ცნობით, წმენდით სამუშაოებში 10,000-ზე მეტი ადამიანია ჩართული. მაგრამ დაახლოებით 30 ადგილობრივი მოხალისისგან შემდგარმა ჯგუფმა, რომელმაც ვიდეო მიმართვა ჩაწერა, პუტინს და პრემიერ-მინისტრ მიშუსტინს უთხრა, რომ სჯერათ, უბედურების მასშტაბი ძალიან დიდია იმისთვის, რომ მას ადგილობრივი ხელისუფლება გაუმკლავდეს და მოსკოვს გადაუდებელი დახმარება მოსთხოვა.

ჯგუფის წარმომადგენელმა თქვა, რომ საჭირო წმენდითი სამუშაოების პროფესიონალების გაგზავნა მეცნიერებთან ერთად, რომელთა სპეციალიზაციაც გარემოს დაბინძურების საკითხებზე მუშაობაა და ასევე საჭიროა ზღვის ფრინველების დასახმარებლად ვეტერინარების გაგზავნა. ჯგუფმა აგრეთვე განაცხადა, რომ რუსეთმა სხვა ქვეყნებს აღჭურვილობით დახმარება უნდა სთხოვოს.

სახელმწიფო ტელევიზიის ცნობით, სანაპირო ზოლის 40 კილომეტრი უკვე გაწმენდილია, მაგრამ ამინდი სირთულეებს ქმნის და ნავთობი ჯერ კიდევ პლაჟებზე ირიყება, მიუხედავად იმისა, რომ ზღვაში მის შესაჩერებლად ბარიერები აღმართეს.

XS
SM
MD
LG