სირიის სამთავრობო ჯარები ლატაკიაზე მძიმე სამხედრო ძალის გამოყენებას უკვე მეოთხე დღეა აგრძელებენ.
აქტივისტებისა და ადგილობრივი მოსახლეობის განცხადებით, დღეს ლატაკიაში 5 ადამიანი დაიღუპა. შაბათს დაწყებული სამხედრო ოპერაციის შემდეგ მსხვერლის რაოდენობა სავარაუდოდ 35-ს აღემატება.
გაეროს ლტოლვილების სააგენტოს განცხადებით, ლატაკიაში მდებარე ლტოლვილების ბანაკი 10 ათასმა პალესტინელმა დატოვა. მათ ბანაკი გუშინ საღამოს დატოვეს, როცა მიმდებარე ტერიტორია იბომბებოდა. ლტოლვილების ახლანდელ ადგილსამყოფელთან დაკავშირებით გაეროს ინფორმაცია არ აქვს.
ამ ინციდენტთან დაკავშირებით, პალესტინელების პრეზიდენტმა მაჰმუდ აბასმა განაცხადა, რომ სირიის მთავრობის მიერ ლტოლვილთა ბანაკის დაბომბვა კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის ტოლფასია.