ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მსოფლიო სირიის ძალადობას გმობს


დაახლოებით ხუთი თვის წინ სირიელმა ხალხმა ხმა აიმაღლა და წარმომადგენლობითი, დემოკრატიულად არჩეული მთავრობის ყოლის უფლება მოითხოვა, რომელიც ბოლოს მოუებდა ასადის რეჟიმის დროს არსებულ კორუფციას, უსამართლობასა და სიღარიბეს.

ნაცვლად მოქალაქეების მოთხოვნების შესმენისა, სირიის მთავრობამ უშიშროებისა და შეიარაღებული ძალები გაგზავნა უიარაღო მშვიდობიანი მოსახლეობის დასარბევად. მთავრობასთან დაპირისპირებაში, დღემდე ხუთი თვის მანძილზე 2000 ადამიანი ითვლება დაღუპულად.

როგორც კი სირიის მთავრობის ზრახვების შესახებ გახდა ცნობილი, რომ განსხვავებულ აზრს დამასკო ძალით ჩაახშობდა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ, ევროკავშირმა და არაერთმა ქვეყანამ პროტესტი გამოხატეს, შემდეგ კი სირიის მთავრობის რეაქცია დაგმეს. საერთაშორისო კრიტიკას ახლა სირიის მეზობელი ქვეყნებიც უერთდებიან. ამერიკამ და ევროკავშირმა სანქციები დაუწესა სირიის რეჟიმის იმ წარმომადგენლებს, რომლებსაც ამ ძალადობის განხორციელებაში წვლილი მიუძღვით და ასევე გაამკაცრეს არსებული სანქციებიც-ძალადობრივი კამპანიის დასაფინანსებლად ფულადი სახსრების გადაცემის დაბლოკვასთან დაკავშირებით.

მიუხედავად იმისა, რომ სანქციები კონკრეტული ადამიანების წინააღმდეგ ტარდება, მთლიანობაში სირია მილიარდობით დოლარის ზარალს ნახავს.

ამ ფონზე, სირიის ყველაზე ლოიალური მოკავშირეებიც კი სისხლისღვრას გმობენ და ძალადობის დასრულებას მოუწოდებენ დამასკოს. სირიის ხანძრძლივი მეგობარი და მხარდამჭერი-რუსეთი დამასკოს მოუწოდებს დაუყოვნებლივ შეწყვიტიოს ძალის გამოყენება და რეპრესიები. არაბულ სახელმწიფოთა ლიგა და სპარსეთის ყურის თანამშრომლობის საბჭო ანალოგიურად, ძალადობის შეწყვეტის მოწდებით გამოდიან.

ცოტა ხნის წინ საუდის არაბეთის მეფე აბდულამ სირიაში ძალადობის შეწყვეტა მოითხოვა. ამის შემდეგ მან თავისი ელჩი გაიწვია დამასკოდან. საუდის არაბეთის მონარქის აღნიშნული მოქმედების შემდეგ, კუვეიტმა და ბაჰრეინმაც გაიწვიეს ელჩები. დამატებით, თურქეთმა მისი პოზიცია სირიის მთავრობის მისამართით კიდევ უფრო გაამკაცრა.

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა მარკ ტონერმა განაცხადა, რომ არაბული ლიგისა და თანამშრომლობის საბჭოს მკაცრი განცხადებები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა სირიის მთავრობის მოქმედებით არის შეძრწუნებული და ამასთან, ასევე აჩვენებს, რომ ამ განცხადების ავტორები სირიის ხალხს თანაუგრძნობენ.

პრეზიდენტი ასადი და მისი მთავრობა, საკუთარი ქმედებებით უფრო მეტად შორდება საერთაშორისო თანამეგობრობას.

ზეწოლა სირიის მთავრობაზე გაიზრდება სანამ ის საკუთარი ხალხის ხოცვას არ შეწყვეტს.

XS
SM
MD
LG