ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სირიელ დევნილთა ბანაკთან 21 სამოქალაქო პირი მოკლეს


დღეს, დაჯგუფება “ისლამური სახელმწიფოს” მოულოდნელი იერიშის შედეგად, სირიელ დევნილთა ბანაკის მახლობლად, სულ ცოტა, 21 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. ბანაკი ერაყის საზღვართან, სირიის მხარეს მდებარეობს.

იერიშის შესახებ იუწყება დიდ ბრიტანეთში დაფუძნებული უფლებადამცველი ორგანიზაცია - სირიის ადამიანის უფლებათა ობსერვატორია. ორგანიზაციის პრესსპიკერის, რამი აბდელის თქმით, სულ ცოტა, ხუთმა თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი ერთდროულად აიფეთქა. მათ შორის ზოგი ბანაკის გარეთ იმყოფებოდა, ზოგი კი - მის შიგნით. ბანაკში თავს როგორც სირიელი, ასევე ერაყელი ლტოლვილები აფარებენ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG