ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სირია დამასკოსთან მომდარ აფეთქებაში ისრაელს ადანაშაულებს


აფეთქება სირიაში
აფეთქება სირიაში

ხუთშაბათს გამთენიისას სირიაში, დამასკოს საერთაშორისო აეროპორტის სიახლოვეს მძლავრი აფეთქება მოხდა.

ბრიტანეთში დაფუძნებული ორგანიზაცია „სირიის ადამიანის უფლებათა ობსერვატორია“ აცხადებს, რომ აფეთქება აეროპორტში არა, მაგრამ სავარაუდოდ დამასკოდან დაახლოებით 25 კილომეტრის დაშორებით მოხდა.

ლიბანის სამხედრო დაჯგუფება ჰეზბოლას მომხრე ტელევიზის და ასევე სირიის სახელმწიფო მედიის ცნობით, ეს საჰაერო თავდასხმა იყო, რომელიც ისრაელის სამხედრო ძალებმა მოაწყვეს.

ისრაელის დაზვერვის მინისტრმა იზრაელ კაცმა კი არ დაადასტურა, რომ ამ აფეთქებაზე მისი ქვეყანაა პასუხისმგებელი, თუმცა დასძინა, რომ მსგავსი რამ „აბსოლუტურად შეესაბამება მათ მიერ გაცხადებულ პოლიტიკას, პოლიტიკას, რომელსაც ისინი განახორციელებენ“ - ამბობს მინისტრი.

სირიის ომი 2011 წლის მარტში დაიწყო. ისრაელმა განაცხადა, რომ ჰეზბოლას დასახმარაბლად ირანიდან მომავალ ძალებს მის ტერიტორიაზე გავლის საშუალებას არ მისცემდა და ქვეყნის სამხედრო ძალებმა რამდენიმე ასეთი მცდელობა საჰაერო თავდასხმებითაც კი შეაჩერეს. თუმცა ამგვარ თავდასხმებზე პასუხისმგებლობას მაინც უარყოფდნენ.

ლიბანის სამხედრო დაჯგუფება ჰეზბოლასა და ისრაელს შორის ბრძოლა 2006 წლის ლიბანის ომის შემდეგ გრძელდება. 2013 წლიდან მოყოლებული ჰეზბოლას მებრძოლები პრეზიდენტ ბაშარ -ალ ასადის მხარდასაჭერად იბრძვიან.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG