დღეს სირიის სამთავრობო ძალები დეირ ელ-ზურის დასავლეთით მნიშვნელოვან საავიაციო ბაზას მიუახლოვდნენ. ქვეყნის აღმოსავლეთში მდებარე სტრატეგიულად მნიშვნელოვან ქალაქს და იგივე დასახელების პროვინციას თითქმის სამი წელია დაჯგუფება “ისლამური სახელმწიფო” აკონტროლებს. ინფორმაციას ადასტურებენ როგორც სირიელი აქტივისტები, ასევე სახელმწიფო მედია.
დეირ ელ-ზური სირიის ნავთობ-წარმოების ცენტრია. ქვეყნის ხელისუფლებამ ნავთობზე და გაზის საბადოებზე კონტროლის დაბრუნება მხოლოდ ბოლო რამდენიმე თვის მანძილზე შეძლო.
ჯერჯერობით უცნობია, თუ რამდენი ადამიანია ქალაქში დარჩენილი. ორგანიზაცია სირიის ადამიანის უფლებების ობსერვატორია ვარაუდობს, რომ მშვიდობიანი მოსახლეობის რაოდენობა განახევრებულია და შესაძლოა, 150 ათასამდე იყოს.
Facebook Forum