ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თეთრი სახლი: სირია, შესაძლოა, ქიმიური თავდასხმისთვის ემზადებოდეს


შონ სპაისერი, თეთრი სახლის პრეს-მდივანი
შონ სპაისერი, თეთრი სახლის პრეს-მდივანი

შეერთებული შტატების მთავრობა აცხადებს, რომ სირიის ხელისუფლება, შესაძლოა, მორიგი ქიმიური თავდასხმისთვის ემზადებოდეს. განცხადება თეთრმა სახლმა ორშაბათს, გვიან საღამოს გააკეთა.

თეთრი სახლის პრეს-მდივანმა, შონ სპაისერმა გააფრთხილა სირიის პრეზიდენტი ბაშარ ალ-ასადი, რომ თუკი ხელისუფლება ქიმიურ იარაღს ისევ გამოიყენებს, “მას და მის სამხედრო ძალებს მძიმე საფასურის გადახდა მოუწევთ”.

შემდეგი შეტევა სირიის მშვიდობიან მოსახლეობაზე “დაბრალდება არამარტო ასადს, არამედ რუსეთს და ირანსაც, რომლებიც მას საკუთარი ხალხის ხოცვაში ეხმარებიან” - თქვა სოციალურ ქსელ “ტვიტერზე” ნიკი ჰეილიმ, გაეროში შეერთებული შტატების ელჩმა.

თეთრი სახლი აცხადებს, რომ სირიის სამთავრობო ძალების მიმდინარე სამზადისი, აპრილში, ჩრდილოეთ სირიაში მომხდარი შეტევისწინა ქმედებების მსგავსია, რასაც პასუხად ამერიკის ავიაციის საპასუხო იერიში მოჰყვა.

სირიის პრეზიდენტი ბაშარ ალ-ასადი ქიმიური იარღის გამოყენებას უარყოფს და მას შეერთებული შტატების მიერ განხორციელებული იერიშის გასამართლებლად მოწყობილ “სიყალბეს” უწოდებს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG