ავსტრალიამ დღეს განაცხადა, რომ სირიაში, დაჯგუფება “ისლამური სახელმწიფოს” წინააღმდეგ მიმდინარე საჰაერო იერიშებს დროებით წყვეტს. რამდენიმე დღის წინ, შეერთებული შტატების საბრძოლო თვითმფრინავმა სირიის თვითმფრინავი ჩამოაგდო, რასაც დამასკოს და მოსკოვის მხრიდან მუქარა მოჰყვა.
სირია და რუსეთი დაიმუქრნენ, რომ ამერიკის წინამძღოლობით მოქმედი კოალიციის თვითმფრინავებს სამიზნეში ამოიღებდნენ. ავსტრალია კოალიციის წევრია და დაჯგუფება “ისლამური სახელმწიფოს” წინააღმდეგ საჰაერო იერიშებს 2014 წლის სექტემბრიდან მოყოლებული აწარმოებს. ავსტრალიის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ისინი სირიის საჰაერო სივრცის მონიტორინგს აგრძელებენ და იერიშებს, სიტუაციის შესაბამისად განაახლებენ. კანბერა მეზობელ სახელმწიფოში, ერაყში მიმდინარე კამპანიას არ წყვეტს.
“ჩვენ გავაკთებთ იმას, რაც ჩვენი ინტერესების დაცვისთვის არის საჭირო” - განაცხადა თეთრი სახლის პრეს-მდივანმა შონ სპაისერმა სირიის თვითმფრინავის SU-22 ჩამოგდების შემდეგ, დამასკოს და მოსკოვის მუქარის პასუხად. სირიის რეჟიმმა უნდა გაიგოს, რომ “ჩვენ შევინარჩუნებთ კოალიციის თავდაცვის უფლებას დაჯგუფება “ისლამურ სახელმწიფოსთან” ბრძოლაში” - თქვა მან ჟურნალისტებთან გამართულ შეხვედრაზე.
Facebook Forum