ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტილერსონი ეცდება დაარწმუნოს რუსეთი, რომ ასადის მხარდაჭერა შეწყვიტოს


რექს ტილერსონი რუსეთში ჩავიდა
რექს ტილერსონი რუსეთში ჩავიდა

ამერიკის სახელმწიფო მდივანი დიდი შვიდეულის შეხვედრას პირველად დაესწრო. მისი თქმით, დიპლომატების წინაშე მდგარი მთავარი გამოწვევები ახლა სირიის ომი, ჩრდილოეთ კორეის ბირთვული პროგრამა და რუსეთის ქმედებებია.

ტილერსონი იმედს გამოთქვამს, გასულ კვირას მომხდარი ქიმიური თავდასხმის შემდეგ რუსეთი შეწყვეტს სირიის პრეზიდენტის ბაშარ ალ ასადის მხარდაჭერას. თავად ტილერსონი კი ეცდება დაარწმუნოს რუსეთი, რომ ასადის მხარდაჭერა შეწყვიტოს.

„ჩვენთვის, ყველასთვის ცხადია, რომ ასადის ოჯახის მმართველობა დასასრულს უახლოვდება“ - განაცხადა ტილერსონმა იტალიაში დიდისვიდეულის შეკრებაზე, რომელსაც ის სხვა ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან ერთად ესწრებოდა. შეხვედრაზე განხილვის მთავარი თემა სირია იყო.

11-12 აპრილს მოსკოვში დაგეგმილი ვიზიტის ფარგლებში ტილერსონი რუსეთის ხელისუფლების უმაღლეს წარმომადგენლებს შეხვდება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG