გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ცნობით, სირიის აღმოსავლეთში შეტაკებები გრძელდება. რუსეთის მედიატორობით მიღწეულმა სამშვიდობო შეთანხმებამ პირველივე დღეს არ იმუშავა. “აშკარაა, რომ ადგილზე არ არის შექმნილი იმის წინაპირობა, რომ იქ [ჰუმანიტარული დახმარების] კოლონა შევიდეს და იქიდან სამედიცინო ევაკუაცია განხორციელდეს” - აცხადებს გაეროს ჰუმანიტარული მისიის პრესსპიკერი ჯენს ლაერკე.
დაპირისპირებული მხარეები შეთანხმების დარღვევას ერთმანეთს აბრალებენ. რუსეთი და სირია ცეცხლის გახსნის პასუხისმგებლობას ამბოხებულებს აკისრებს, რასაც სირიის ოპოზიცია უარყოფს. ბრიტანელი უფლებადამცველების ინფორმაციით, სირიის ხელისუფლება ჰუტის საჰაერო დაბომბვას აგრძელებს, რამაც ასობით ადამიანის დაღუპვა გამოიწვია. აღნიშნულ ბრალდებას დამასკოც უარყოფს.
რუსეთის შუამდგომლობით მიღწეული სამშვიდობო შეთანხმების მიხედვით, ამბოხებულების მიერ კონტროლირებულ ჰუტის რეგიონში მხარეებს ე.წ. ჰუმანიტარული პაუზა უნდა მოეწყოთ. ეს რეგიონის მშვიდობიან მოსახლეობას ბრძოლებისგან თავის დაღწევის საშუალებას მისცემდა.
Facebook Forum