ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გაერო სირიაში ცეცხლის დაუყოვნებლად შეწყვეტას ითხოვს


ღეს, გაეროს საგანგებო წარმომადგენელმა სირიის კონფლიქტში სტეფან დე მისტურამ, სირიაში მებრძოლ მხარეებს ცეცხლის დაუყოვნებლად შეწყვეტისკენ მოუწოდა. ამაში შედის ალყაშემორტყმული აღმოსავლეთ გაუთას დაბომბვაც და დამასკოს მისამართით ნაღმმტყორცნების ცეცხლიც.

ჟენევაში გამართულ შეხვედრაზე, გაეროს პრეს-მდივანმა განაცხადა, რომ ასტანას პროცესის სამი გარანტორი - რუსეთი, ირანი და თურქეთი - სასწრაფოდ უნდა შეხვდნენ და სირიაში დეესკალაციის ზონები აღადგინონ.

დღეს, გაეროს უშიშროების საბჭომ კენჭი უნდა უყაროს რეზოლუციას, რომელიც სირიის მთელ ტერიტორიაზე ბრძოლების 30 დღით შეჩერებას ითვალისწინებს.

სირიის სამთავრობო თვითმფრინავები, რუსეთის მხარდაჭერით, ამბოხებულების ხელში მყოფ აღმოსავლეთ გაუთის ანკლავს მეექვსე დღეა განუწყვეტლივ ბომბავენ.

სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-მდივანმა ჰედერ ნაუერტმა ბრიფინგზე თქვა, რომ რუსეთს პასუხისმგებლობა ეკისრება 400-ზე მეტი ადამიანის სიკვდილზე, რომლებიც დამასკოს გარეუბანში „სირიის რეჟიმმა საშინლად ამოხოცა“.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG