სირიაში ქალაქ ალეპოსთვის გააფთრებული ბრძოლები მიმდინარეობს. სამთავრობო ძალები ამბოხებულთა პოზიციებს ინტენსიურად ბომბავენ და ქალაქიდან მათ განდევნას ცდილობენ.
ამავდროულად, თეირანი სირიაში გატაცებულ 48 ირანელზე პასუხისმგებლობას შეერთებულ შტატებს აკისრებს. სახელმწიფო მედიის ცნობით, როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა შვეიცარიის ელჩს განუცხადა, ირანი ელოდება, რომ შეერთებული შტატები თავის გავლენას გამოიყენებს და ირანელ ტყვეებს უპირობოდ გაათავისუფლებენ. ირანში შეერთებული შტატების ინტერესებს შვეიცარია წარმოადგენს, რამდენადაც ამერიკა-ირანს შორის დიპლომატიური ურთიერთობა შეწყვეტილია.
თეირანის განცხადებით, დამასკოში გატაცებული ირანელები უბრალო პილიგრიმები იყვნენ. ამბოხებულთა ერთერთი ხელმძღვანელი კი აცხადებს, რომ ირანელებს სადაზვერვო მისია ქონდათ. დღესვე სირიის საკითხის განსახილველად, ანკარაში ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჩავიდა, ხოლო ირანის უშიშროების საბჭოს მდივანი კი დამასკოს ეწვია, სადაც პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადთან გამართავს შეხვედრას.