კრემლთან დაახლოებულმა ბიზნესმენმა, ვადისლავ კლიუშინმა, ამერიკის შეერთებულ შტატებთან დავა წააგო. გადაწყვეტილება შვეიცარულმა სასამართლომ მიიღო.
გამოქვეყნებულ გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ რუსი ბიზნესმენის ექსტრადიციის მოთხოვნა კანონიერია და ის არ შეიცავს პოლიტიკურ ნიშნებს. შვეიცარული სასამართლოს განაჩენში წერია, რომ არ აქვთ საფუძველი ეჭვქვეშ დააყენონა მერიკის სასამართლოს სისტემის დამოუკიდებლობა.
მეტიც, განაჩენში წერია, რომ კლიუშინის წინააღმდეგ მიმდინარე საქმეში ყველანაირი საფუძველი არსებობს, რუსი ბიზნესმენის დაკავებისა და ექსტრადიციისთვის. შესაბამისად, რუსი ბიზნესმენის ექსტრადიციიის პროცესი განახლდება და მისი გადწყვანა ამერიკის შეერთებულ შტატებში მოხდება.
სარჩელი სასამართლოში კრემლთან დაახლოებულმა ბიზნესმენმა შეიტანა. მისი ადვოკატები ამბობდნენ, რომ საქმე პოლიტიკურად იყო მოტივირებული. ახლა ოლივერ ცირიკი ამბობს, რომ მას აქვს კითხვები, თუ რამდენად ადექვატურად განიხილა შვეიცარულმა სასამართლომ საქმე.
„ჩვენ საჩივარი 6 დეკემბერს შევიტანეთ და სასამართლომ არ განიხილა სრულად ჩვენს მიერ წარდგენილი არგუმენტები,“- ამბობს ის.
კლიუშინი, კომპანიის "მ-13" მსფლობელია. კომპანიის სერვისები კი მრავალფეროვანია, ის ფარავს მედიის მონიტორინგის საკითხებს და კიბერუსაფრთოებას. რუსი ბიზნესმენი მარტში ამერიკაში გამოცემული დაკავების ორდერის საფუძველზე დაიჭირეს.
ამერიკაში კრემლთან დაახლოებულ ბიზნესმენს, თანამზრახველებთან ერთად, მილიონობით დოლარის მითვისებაში ადანაშაულებენ. კლიუშინის ექსტრადიცია ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მალევე მოითხოვა და პირველად შვეიცარულმა სასამართლომ ის ივნისში დააკმაყოფილა, თუმცა შემდეგ დაკავებულის ადვოკატებმა მიღებული გადაწყვეტილება გაასაჩივრეს.
Facebook Forum