ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მოსკოვი-პეკინის ვიდეოზარი დასავლეთთან მზარდი დაძაბულობის ფონზე 


რუსეთის და ჩინეთის პრეზიდენტებს შორის ონლაინ შეხვედრა გაიმართა. ვიდეო ზარი კრემლიდან პეკინში მაშინ განხორციელდა, როდესაც როგორც ჩინეთს ასევე რუსეთს დასავლეთის ქვეყნებთან მზარდი დაძაბულობა აქვთ.

ოფიციალური ინფორმაციით, სი ძიპინმა და ვლადიმირ პუტინმა ევროპაში არსებული ვითარება და ამერიკა-ნატოს „აგრესიული პოლიტიკა“ განიხილეს.

„ვითარება საერთაშორისო საქმეებში, განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე ახლა ძალიან, ძალიან დაძაბულია და ეს მოკავშირეებს შორის დისკუსიას მოითხოვს,“- ამბობს კრემლის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი.

ონლაინ შეხვედრაზე საუბარი შეეხო უკრაინასთან მიმართებაში არსებულ ვითარებას და ჩინეთის ზამთრის ოლიმპიადას, რომელსაც ხუთმა ქვეყანამ დიპლომატიური ბოიკოტი გამოუცხადა.

„ჩვენ ვხედავთ ძალიან, ძალიან აგრესიულ რიტორიკას ნატოსა და აშშ-ის მხრიდან და ეს მოითხოვს დისკუსიას ჩვენსა და ჩინელებს შორის,“- ამბობს პესკოვი.

ჩინეთის და რუსეთის ლიდერების ვიდეოზარი, ამერიკის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს და პუტინს შორის გამართული სატელეფონო საუბრიდან, 8 დღის შემდეგ განხორციელდა. ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის ონლაინ შეხვედრის დროს, მთავარი განსახილველი საკითხი უკრაინის საზღვართან არსებული დაძაბულობა იყო.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG