ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

„სააკაშვილმა დიდი ფასი გადაიხადა,“- რუსეთის დაზვერვა 2008 წლის ომზე 


კრემლი უკრაინის საზღვართან სამხედრო მობილიზებას განაგრძობს და პარალელურად ამბობს, რომ ვითარება რომელიც რუსეთ-უკრაინას შორის არის შექმნილი, 2008 წლის აგვისტოს ომის წინა პერიოდს გავს.

რუსეთის საგარეო დაზვერვის განცხადებაში წერია, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის დროს საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ამ კონფლიქტში „ძვირი ფასი გადაიხადა“.

კრემლის ამ შედარებით კიდევ ერთხელ დასტურდება ის, რომ 2008 წელს საქართველოში და ახლა უკრაინაში ის ქმნის დაძაბულობას და არღვევს მეზობელი ქვეყნის სუვერენიტეტს.

2008 წლის აგვისტოში, რუსეთი თავს დაესხა საქართველოს და ქვეყნის 20 პროცენტის ოკუპაცია მოახდინა, მომდევნო წლებში რუსეთმა საქართველოს ორი რეგიონი-აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად გამოაცხადა. ასე მოხდა 2014 წელსაც უკრაინის შემთხვევაში. რუსეთმა უკრაინასთან საომარი მოქმედებების დროს ყირიმის ანექსია მოახდინა.

ის, რომ რუსეთი ომისთვის ემზადება, ამას ადასტურებენ ოფიციალურ კიევშიც. უკრაინის სამხედრო დაზვერვის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთს უკრაინის საზღვართან 92 000-ზე მეტი სამხედრო ჰყავს მობილიზებული. გასულ კვირებში გავრცელებული სატელიტური ფოტოებით კი დასტურდება, რომ უკრაინის საზღვართან მოსკოვი სამხედრო ტექნიკასაც ანთავსებს.

ვითარებას ყურადღებით აკვირდება ვაშინგტონში. პარასკევს თეთრმა სახლმა კრემლს დეესკალაციისკენ მოუწოდა. პარალელურად, კი პენტაგონი კიევს სამხედრო დახმარებას უწევს.

ამერიკასთან სექტემბერში გაფორმებული სტრატეგიული თავდაცვის ჩარჩო ხელშეკრულების შემდეგ, კიევმა ხელშეკრულება ლონდონთანაც გააფორმა. ხელშეკრულებას ხელი დიდი ბრიტანეთისა და უკრაინის თავდაცვის მინისტრებმა გასულ კვირას მოაწერეს. დოკუმენტის მიხედვით, დიდი ბრიტანეთი უკრაინას სამხედრო საჭიროებისთვის თანხას გამოუყოფს, რომელსაც უკრაინა შავი ზღვის ფლოტის გაძლიერებისთვის გამოიყენებს.

მზარდი დაძაბულობის ფონზე კრემლში ამბობენ, რომ ანექსირებულ ყირიმში ახალ სადესანტო ლეგიონს განათავსებენ. ეს განცხადება რუსეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით, რუსულმა მედიასაშუალებებმა გაავრცელეს.

უკრაინასთან დაძაბულობის ზრდის პარალელურად, რუსეთში ეკონომიკური ვითარება უარესდება. ერონული ვალუტა "რუბლი" კიდევ უფრო გაუფასურდა და გარკვეულ პროდუქტებზე გასებიც გაიზარდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG