ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უზენაესი სასამართლო "მეოცნებეებს" იცავს


შეერთებული შტატების უზენაესმა სასამართლომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას დაავალა გააგრძელოს, ეგრეთწოდებული, „მეოცნებეების“ - შეერთებულ შტატებში ბავშვობაში ჩამოსული უსაბუთო ახალგაზრდების დაცვის პროგრამა სახელწოდებით „დაკა“.

სასამართლომ უარი თქვა მოესმინა პრეზიდენტის ადმინისტრაციის სააპელაციო საჩივარი, რომლითაც ადმინისტრაცია უმაღლეს ინსტანციაში ასაჩივრებდა 9 იანვარს ფედერალური მოსამართლის გადაწყვეტილებას.

პრეზიდენტ ბარაკ ობამას მიერ 2012 წელს მირებული „დაკას“ პროგრამა 700 000-მდე უსაბუთო მოზარდს და ახალგაზრდას ქვეყანაში ცხოვრების უფლებას აძლევს

უზენაეს სასამართლოში ტრამპის ადმინისტრაცია სან-ფრანცისოს ფედერალური მოსამართლის უილიამ ესლაპის გადაწყვეტილებას აპროტესტებდა, რომლის თქმითაც, პროგრამა „დაკა“ ძალაში უნდა დარჩეს, სანამ მასზე ყველა ინსტანციაში არ დასრულდება მსჯელობა.

მოსამართლე ესლაპმა დააკმაყოფილა კალიფორნიის, მეინის, მერილენდის და მინესოტის შტატების მოთხოვნა და შეაჩერა პრეზიდენტის მიერ „დაკას“ პროგრამის შეწყვეტის განკარგულება.

პრეზიდენტ ბარაკ ობამას მიერ 2012 წელს მიღებული „დაკას“ პროგრამა 700 000-მდე უსაბუთო მოზარდს და ახალგაზრდას ქვეყანაში ცხოვრების უფლებას აძლევს. ისინი ამერიკაში მცირეწლოვან ასაკში მშობლებმა ჩამოიყვანეს. „მეოცნებეების“ დიდი ნაწილი ლათინური წარმოშობისაა. შეერთებულ შტატებში არალეგალურად სულ 11 მილიონამდე ადამინი ცხოვრობს, აქედან „დაკას“ პირობებს 1.8-მილიონამდე ადამიანი აკმაყოფილებს.

იუსტიციის დეპარტამენტის სპიკერის დევინ ომელის განცხადებით, ადმინისტრაცია "დაკას" გასაუქმებლად გააგრძელებს „სამართლებრივი მეთოდებით მუშაობას".

„დაკას“ პროგრამის შეწყვეტა ტრამპის ადმინისტრაციის ერთადერთი ინიციატივა არ არის, რომელსაც უზენაესი სასამართლო განიხილავს. აპრილში მოსამართლეები პრეზიდენტის კიდევ ერთ განკარგულებაზე იმსჯელებენ, რომლის მიხედვითაც სამგზავრო შეზღუდვები რამდენიმე, მეტწილად მუსლიმურ, ქვეყანაზე დაწესდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG