ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"სუპერ სამშაბათისთვის" მზადება ბოლო სტადიაშია


ორშაბათს რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატები, "სუპერ სამშაბათამდე" ერთი დღით ადრე, მხარდამჭერების ხმების მობილიზაციას ცდილობდნენ. რესპუბლიკური პარტიის ნომინაციისთვის ბრძოლა ერთდროულად 10 შტატში მოხდება და მას მთელს მარათონში გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება.
მეტოქეებმა, მიტ რომნიმ და რიკ სანტორუმმა ოჰაიოს შტატში წინა საარჩევნო შეხვედრები გამართეს. ოჰაიოში ორივე მათგანს დაძაბული ბრძოლა ელის. თუმცა ქუინიპიაკის უნივერსიტეტის კვლევებმა ნათელყო, რომ რომნის გასული კვირის შემდეგ გარკვეული უპირატესობა აქვს. ის 3%-ით უსწრებს რიკ სანტორუმს, რომელიც ადრეული გამოკითხვებით ოჰაიოში ლიდერობდა.

XS
SM
MD
LG