მონტენეგროში ამერიკის საელჩოს ხელყუმბარა ესროლეს.
მონტენეგროს ხელისუფლების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ეს, სავარაუდოდ, ხელნაკეთი ყუმბარა იყო. რამდენიმე ჟურნალისტი, რომელიც ინციდენტს შეესწრო, ამბობს, რომ მიმდებარე ტერიტორიაზე არაფერი დაზიანებულა.
ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერი ჰედერ ნაუერტი ამბობს, რომ საელჩოს წარმომადგენლები ადასტურებენ პატარა აფეთქებას შენობის სიახლოვეს და მუშაობენ იმის დასადგენად, არის თუ არა საელჩოს ყველა თანამშრომელი უსაფრთხოდ. ნაუერტის თქმითვე, საელჩოს წარმომადგენლები მუშაობენ ადგილობრივ პოლიციასთან ეჭვმიტანილის ვინაობის დასადგენად.
ინციდენტიდან ცოტა ხნის შემდეგ საელჩომ საინფორმაციო შეტყობინება გაავრცელა, სადაც მოქალაქეებს ურჩევდა ამ ტერიტორიასთან ახლოს მისვლისგან თავი შეეკავებინათ.
Facebook Forum