ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკა თურქეთისგან პასუხს ითხოვს


ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი თურქეთისგან პასუხს ითხოვს, შეერთებული შტატების საკონსულოს ორი თანამშრომლის დაკავების თაობაზე. ამის შემდეგ სტამბოლში შტატების საკონსულოში ვიზების გაცემის პროცესი შეჩერდა. თურქეთის პრეზიდენტი კი ამერიკისგან ამის გამო ელჩის ჯონ ბასის სასწრაფოდ უკან გახმობას მოითხოვს, საელჩოს დაკავებულ თანამშრომლებს კი ჯაშუშობაში ადანაშუალებს.

სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერი ჰეთერ ნაუერტი კი ამბობს, რომ ამერიკის ელჩს გადაწყვეტილება შეუთანხმებლად არ მიუღია, და მანამდე იყო კოორდინაცია სახელმწიფო დეპარტამენტს, თეთრ სახლსა და ეროვნული უსაფრთხოების საბჭოსთან.

თურქეთმა სტამბოლში ამერიკის საკონსულოს თანამშრომელი დააკავა ფეთულა გულენთან კავშირის ბრალდებით. ამ უკანასკნელს თურქეთი გასული წლის გადატრიალების ორკესტრირებაში დებს ბრალს. ამერიკის საპასუხოდ თურქეთმა, ამერიკელებისთვის თურქეთის ვიზების გაცემა შეაჩერა.

ჯონ ბასი, ამერიკის ელჩი ანკარაში, აცხადებს, რომ მიუხედავად მცდელობისა, ამერიკის საელჩო ვერ ახერხებს ინფორმაციის მიღებას თუ რა სამხილი არსებობს მათი დაკავებული თანამშრომლების წინააღმდეგ.

XS
SM
MD
LG