შეერთებული შტატების ელჩმა გაეროში, სიუზან რაისმა სახელმწიფო მდივნის პოსტზე საკუთარი კანდიდატურა მოხსნა. ის ერთ-ერთი რეალური კანდიდატი იყო, რომელსაც სავარაუდოდ ჰილარი კლინტონი უნდა შეეცვალა.
სიუზან რაისის თქმით, მისთვის დიდი პატივი იქნებოდა სახელმწიფო მდივნის პოსტზე სამსახური, თუმცა გადაწყვეტილება საკუთარი კანდიდატურის მოხსნის შესახებ მიიღო. „ვფიქრობ, რომ ეს არის სწორი ნაბიჯი ქვეყნისთვის და პრეზიდენტისთვისაც. ამ გარემოების გათვალისწინებით, სწორია ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვისაც“- განაცხადა მან ტელეკომპანია ენ-ბი-სისთვის მიცემულ ინტერვიუში.
პრეზიდენტმა ობამამ მისი განცხადება ხუთშაბათს დააკმაყოფილა და განაცხადა, რომ სიუზან რაისი ქვეყნის სამსახურს გაეროს ელჩის პოსტზე და კაბინეტის ერთ-ერთ წამყვან ლიდერად გააგრძელებს.