შეცვლის თუ არა სიუზან რაისი ჰილარი კლინტონს? შეერთებული შტატების პოლიტიკურ კულუარებში სახელმწიფო მდივნის პოსტზე დასანიშნად რამდენიმე კანდიდატურაზე საუბრობენ. მათ შორის ერთ-ერთი სიუზან რაისია, ამერიკის ელჩი გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში.
გაეროს დესპანს ამ დღეებში თავის მართლება არაერთხელ მოუწია. რესპუბლიკელებმა ის ბენღაზიში მომხდარი ტერაქტის შემდეგ გაკეთებული განცხადების გამო მკაცრად გააკრიტიკეს. ლიბიაში 2012 წლის 11 სექტემბერს ამერიკის საელჩოზე მომხდარ თავდასხმას შეერთებული შტატების ელჩი, ქრისტოფერ სტივენსი და საკონსულოს 3 თანამშრომელი შეეწირა.
მკვლელობიდან 5 დღის შემდეგ სიუზან რაისმა ამერიკულ მედიაში რამდენიმე განცხადება გააკეთა. მისი თქმით, დაზვერვის წინასწარი მონაცემები იმაზე მიუთითებდა, რომ ლიბიაში საპროტესტო დემონსტრაციას მძიმედ შეიარაღებული სამხედრო შენაერთები შეუერთდნენ და საელჩოზე იერიში სპონტანურად მოხდა.
მოგვიანებით, პრეზიდენტ ობამას ადმინისტრაციამ უარყო წინასწარი მონაცემები და შეერთებული შტატების საელჩოზე შეიარაღებულ თავდასხმას ტერორისტული აქტის კვალიფიკაცია მისცა. სიუზან რაისმა გაეროში 11 სექტემბრის მოვლენებზე ისაუბრა და განმარტა:
“ჩვენს საელჩოზე ბენღაზიში განხორციელებულ შეტევაზე საუბრისას მხოლოდ და მხოლოდ დაზვერვის ინფორმაციით ვხელმძღვანელობდი. გარკვევით განვაცხადე, რომ მონაცემები წინასწარი იყო და ძიება მალე დაზუსტებულ დასკვნებს წარმოადგენდა. ყველა, და მათ შორის სადაზვერვო სამსახურები, ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ წარმოდგენილი შეფასება უახლეს ინფორმაციაზე ყოფილიყო დაფუძნებული“ - განაცხადა ამერიკის ელჩმა გაეროში.
რესპუბლიკელი კანონმდებლები ბოლო ორი კვირის მანძილზე განსაკუთრებით გააქტიურდნენ. მათ შორის იყო სენატორი ჯონ მაკეინი. ვეტერანმა კანონმდებელმა სიუზან რაისის სექტემბრისდროინდელი კომენტარი შეაფასა, როგორც ან არაკომპეტენტურობის დადასტურება, ან სიცრუის მცდელობა.
რესპუბლიკელები დღემდე ადანაშაულებენ ობამას ადმინისტრაციას იმაში, რომ ბენღაზის ინციდენტი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებამდე ბოლომდე გამოძიებული არ იქნა. მათი აზრით, ფაქტების სრული გამოაშკარავება დემოკრატ ადმინისტრაციას არ აწყობდა, რათა წინასაარჩევნო კამპანიაში ობამას რეიტინგი არ დავარდნილიყო.
სენატორ მაკეინის რეპლიკასთან დაკავშირებით, სიუზან რაისმა შემდეგი განცხადება გააკეთა:
„ძალიან დიდ პატივს ვცემ სენატორ მაკეინს და ქვეყნისთვის გაწეულ მის სამსახურს. ადრეც ასე ვფიქრობდი და ყოველთვის პატივისცემით ვიქნები გამსჭვალული. მისი კომენტარები ჩემს შესახებ უსაფუძვლო იყო და მოხარული ვიქნები თუ მექნება იმის დრო და საშუალება, რომ ამ თემაზე პირისპირ ვისაუბროთ“.
ჰილარი კლინტონის სავარაუდო შემცვლელებად კიდევ რამდენიმე კანდიდატს ასახელებენ. მათ შორის არიან: სენატორი ჯონ კერი და თომას დანილონი, პრეზიდენტის მრჩეველი ეროვნული უშიშროების საკითხებში. თუმცა, დიდი ალბათობით, შესაძლოა სახელმწიფო მდივნის პოსტზე სიუზან რაისი წარადგინონ. ნომინაციის მიღების შემთხვევაში მისი კანდიდატურა სენატმა უნდა დაამტკიცოს. მხოლოდ ამის შემდეგ შეძლებს გამოცდილი დიპლომატი ახალი მოვალეობების შესრულებას.