ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სახელმწიფო დეპარტამენტში, კავკასიის საკითხების წარმომადგენლად ერიკა ოლსონი დაინიშნა


ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტში, კავკასიის წარმომადგენლად, ასევე სამხრეთ ევროპაში რეგიონული კონფლიქტების თემაზე მუშაობის განხრით, ერიკა ოლსონი დაინიშნა.

ოლსონი, სახელმწიფო დეპარტამენტში, "ევროპული და ევრაზიის საქმეების" ხელმძღვანელის, მორინ კორმაკის მოადგილე იქნება კავკასიის მიმართულებით. მასთან ერთად, კორმაკის მოადგილეებად ევროპის სხვადასხვა მიმართულებით რამდენიმე ჩინოვნიკი დაინიშნა თანამდებობაზე.

"მოხარულები ვართ, რომ ეს ადამიანები ჩვენს გუნდს შემოურთდნენ და თან მოიტანეს უზარმაზარი გამოცდილება და ძლიერი კვალიფიკაცია ევროპასთან ურთიერთობის გუნდში",- ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

როგორც სახელმწიფო დეპარტამენტში განმარტავენ, ოლსონისა და მისი კოლეგების ამ ეტაპზე დასქმება "სტანდარული" პროცედურის გათვალისწინებით მოხდა და ისინი საქმიანობას მალე შეუდგებიან.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG