ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მიშელმა პუტინთან ავღანეთზე, უკრაინასა და საქართველოზე ისაუბრა


ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის თქმით, მან რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან სატელეფონო საუბრისას სხვა საკითხებთან ერთად საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობაზეც ისაუბრა.

მიშელი ამ განცხადებას "ტვიტერის" საკუთარ გვერდზე აკეთებს. მისი თქმით, საუბარი ასევე შეეხო სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტის დარეგულირების პერსპექტივებს.

„დავადასტურე ევროკავშირის მხარდაჭერა უკრაინისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი. გავცვალეთ აზრები სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტის დარეგულირების პერსპექტივებთან დაკავშირებით. საჭიროა ნდობის აღდგენა და დიალოგი. დავგმე ბელარუსის მიერ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების წინააღმდეგ უკანონო მიგრაციის იარაღად გამოყენება“,- წერს შარლ მიშელი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“.

მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტთან ბოლო დროს ავღანეთში განვითარებული მოვლენებიც განიხილა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG