ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სახელმწიფო დეპარტამენტი "რუსთავი-2"-ზე


"მომავალშიც გავაგრძელებთ მოვლენების განვითარების მონიტორინგს თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, აპელაციის პროცესებს.“ - ჯონ კირბი.

შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტში ოთხშაბათს გამართულ ბრიფინგზე დეპარტამენტის პრეს-სპიკერს ჯონ კირბის კითხვა საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე დაუსვეს. კერძოდ: ამერიკა-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის მუშაობის ფარგლებში, რამდენად იქნა განხილული პრესის თავისუფლების საკითხი საქართველოში, კერძოდ, ტელეკომპანია რუსთავი-2-თან დაკავშირებული სასამართლო საქმე.

ჯონ კირბის განმარტებით, სახელმწიფო მდივნის მოადგილემ [ენტონი ბლინკენმა] პრესის თავისუფლების თემა ორშაბათს გამართულ პლენარულ სესიაზე წამოწია. „შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით რუსთავი-2-ის საქმის განხილვებს. მომავალშიც გავაგრძელებთ მოვლენების განვითარების მონიტორინგს თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, აპელაციის პროცესებს. შემიძლია ასევე გითხრათ, რომ ამ საქმის ირგვლივ არსებული საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, შეერთებული შტატები მიესალმება [სასამართლოს] პირველად გადაწყვეტილებასთან დაკავშირებული ყველა დაინტერესებული მხარის მშვიდ და გაწონასწორებულ რეაქციას“.

ჯონ კირბის თქმით, სახელმწიფო დეპარტამენტის პოდიუმიდან არაერთხელ ხაზგასმით ითქვა, რომ პრესის თავისუფლება და სასამართლოს დამოუკიდებლობა ნებისმიერი დემოკრატიისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობის ფუნდამენტია. ამ შემთხვევაში, კონკრეტულად საქართველოსთვისაც ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის წარმატებით განხორციელების საქმეში ამ ფასეულობებს კრიტიკული მნიშვნელობა ენიჭება.

XS
SM
MD
LG