ესპანელმა ფერმერებმა 6 თებერვალს ქვეყნის ზოგიერთი მთავარი მაგისტრალი გადაკეტეს. ისინი შეუერთდნენ ევროპის სხვა ქვეყნებში აქციებზე გამოსულ კოლეგებს, რომლებიც აპროტესტებენ გაზრდილ ხარჯებს, ბიუროკრატიასა და კონკურენციას ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების მხრიდან.
”ჩვენ სხვა დაფერილობის, მაგრამ იგივე პრობლემები გვაქვს, როგორიც სხვებს ევროკავშირში", - უთხრა ესპანეთის ეროვნულ მაუწყებელს დონაციანო დუჯომ. ის ესპანეთის ერთ-ერთი უმსხვილესი ფერმერული ასოციაციის, ASAJA-ს ვიცე-პრეზიდენტია.
ASAJA და ესპანელ ფერმერმერთა სხვა პროფესიული გაერთიანებები აქციებისკენ გასული კვირის ხუთშაბათიდან მოუწოდებდნენ. მათ გზები ქვეყნის მასშტაბით ბევრგან გადაკეტეს, მათ შორის, შეაფერხეს მოძრაობა სევილიიდან და გრენადიდან, საფრანგეთის საზღვრის მიმართულებით. სოფელში მყოფებს ეს ყველაფერი "ყელში ამოგვივიდა" - თქვა დუჯომ.
აქციები თავიდან ფრანგმა ფერმერებმა დაიწყეს. მათ შემდეგ ბელგია, იტალია და პორტუგალიაც შეუერთდა. საფრანგეთსა და ბელგიაში, გზების დაბლოკვა რამდენჯერმე პოლიციასთან ძალადობრივ შეტაკებაში გადაიზარდა.
Facebook Forum