ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ფერმერების პროტესტი ბრიუსელში


ევროპელმა ფერმერებმა, ევროპარლამენტის შენობის წინ, ბრიუსელში, საპროტესტო აქცია გამართეს. ფერმერები, ევროკავშირის ლიდერებისგან, მეტ დახმარებას ითხოვენ, გადასახადებთან და მომატებულ ფასებთან დაკავშირებით.

ფერმერებმა იტალიიდან, ესპანეთიდან და სხვა ევროპული ქვეყნიდან, ევროპარლამენტის შენობას ქვები და კვერცხები დაუშინეს.

„ჩვენ გვინდა შევაჩეროთ ეს გიჟური კანონები, რომლებიც ყოველ დღე მოდის ევროკომისიიდან“, - თქვა ხოსე მარია კასტილამ, ფერმერმა, რომელიც ესპანეთის ფერმერთა გაერთიანებას წარმოადგენს.

„ევროპაში ყველგან ერთი და იგივე კითხვა ჩნდება: როგორ გავაგრძელოთ მეტი, მაგრამ უკეთესი წარმოება? როგორ გავაგრძელოთ კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლა? როგორ ავიცილოთ თავიდან უსამართლო კონკურენცია უცხო ქვეყნებთან?“, - განაცხადა საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა გაბრიელ ატალმა.

ატალმა პირობა დადო, რომ ფერმერებს ცხოვრებას გაუადვილებს და უკეთ დაიცავს მათ საფრანგეთისა და ევროკავშირის დონეზე, მათ შორის, აკრძალავს პროდუქციის იაფ იმპორტს.

მიუხედავად იმისა, რომ ფერმერთა კრიზისი ოფიციალურად არ არის ევროკავშირის სამიტის დღის წესრიგში, რომელიც აქამდე ფოკუსირებულია უკრაინის დახმარებაზე, ევროკავშირის დიპლომატმა თქვა, რომ ფერბერებთან დაკავშირებული საკითხი, სამიტის ფარგლებში, მოგვიანებით განიხილება.

XS
SM
MD
LG