მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია კოვიდ 19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში ესპანეთის წარმატებას აღნიშნავს. განცხადება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა გააკეთა.
"ესპანეთის პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ ააჩვენა ქმედება, რომლითაც ერთის მხრივ, ქვეყანამ დააწესა შეზღუდვები, მეორეს მხრივ, კი გამოიჩინა საზოგადოებისადმი მხარდაჭერა. ესპანეთის მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში სწორია და მიმართულია პრობლემის მოგვარებაზე,"- განაცხადა ტედროს აადნომ გრებრესიუსმა,"-ნათქვამია განცხადებაში.
აქვე, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ არ აქვს მნიშვნელობა თუ რა გავრცელების ეტაპზეა დღეს ვირუსი, გრებესიუსს მიაჩნია, რომ ესპანეთის მიერ შემოღებული წესებით სურათის რადიკალური შეცვლა ვერ მოხდება.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში ფიქრობენ, რომ ესპანეთმა გარდა იმისა, რომ ქვეყანაში დროული შეზღუდვები დააწესა, გაითვალისწინა თითქმის ყველა მითითება და ძალღონე არ დაიშურა იმისათვის, რომ დროულად აღმოეჩინათ ინფიცირებულები, მათი კონტაქტები და მოეხდინათ მათი იზოლაცია. ორგანიზაციაში მიესალმებიან ესპანეთში კოვიდ19-ის ტესტირების პროცესსაც.
ესპანეთში ამ დროისთვის კოვიდ19 259 000-მდე ადამიანს დაუდასტურდა, გარდაცვლილია 30 000-მდე ადამიანი. გუშინ, ესპანეთის მეფის ორგანიზებით სამგლოვიარო ღონისძიება გაიმართა, სადაც კოვიდ19-ით გარდაცვლილ ადამიანებს პატივი მიაგეს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში ამბობენ, რომ ამ დრომდე რთული ვითარება რჩება ბრაზილიაში, სადაც ინფიცირებულთა რაოდენობა მკვეთრად იზრდება, საშუალოდ, დღეში კი კოვიდ19-ით 1000 ადამიანი იღუპება. ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, ბრაზილიაში კოვიდ19 2 მილიონზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა, გარდაცვლილია 80 000-მდე ადამიანი.
ყველაზე მეტი ინფიცირებული ამერიკის შეერთებულ შტატებშია, და ეს რიცხვი 3,5 მილიონზე მეტ ადამიანს შეადგენს, გარდაცვლილთა რაოდენობამ, კი შტატებში 140 000-მიაღწია.
Facebook Forum