ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სამხრეთ კორეა ავიაკატასტროფაში დაღუპულებს გლოვობს, გამოძიება გრძელდება


ავიაკატასტროფის ადგილი მუანის აეროპორტში, სამხრეთ კორეა. 30 დეკემბერი, 2024 წ.
ავიაკატასტროფის ადგილი მუანის აეროპორტში, სამხრეთ კორეა. 30 დეკემბერი, 2024 წ.

ქალაქ მუანის აეროპორტთან მოწყობილ სახელდახელო მემორიალთან მისული სამხრეთ კორეელები ავიაკატასტროფაში დაღუპულ ადამიანებს გლოვობენ. შემთხვევამ ბორტზე მყოფი 181 ადამიანიდან 179 იმსხვერპლა, ორივე გადარჩენილი ეკიპაჟის წევრია.

30 დეკემბერს, მუანში ქვეყნის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ჩოი სანგ-მოკი ჩავიდა და მემორიალი ყვავილებით შეამკო. ქალაქი სამხრეთ კორეის დედაქალაქ სეულიდან სამხრეთით, დაახლოებით 290 კილომეტრში მდებარეობს.

წინა დღით გავრცელებულ ვიდეოებში ჩანს სამხრეთ კორეის ავიაკომპანია Jeju Air-ის ბოინგი 737-800, რომელიც დასაშვებ ბილიკს ბორბლების გაუხსნელად შეეხო და გაცურდა, შემდეგ თვითმფრინავი ჯებირს შეეჯახა და ცეცხლის ალში გაეხვია. ოფიციალური ცნობების მიხედვით, კატასტროფა თვითმფრინავის "დასაშვები მექანიზმის გაუმართაობამ" გამოიწვია. სეული მომხდარს იძიებს.

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ამერიკა მზადაა თავის მოკავშირეს ნებისმიერი სახის საჭირო დახმარება შესთავაზოს. მან სამძიმარი გამოუცხადა დაღუპულთა ოჯახებს. "ფიქრებით და ლოცვებით მათთან ვართ, ვისაც ეს ტრაგედია შეეხო", - თქვა ამერიკის პრეზიდენტმა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG