ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბორის ჯონსონს კორონავირუსთან ბრძოლის ტაქტიკისთვის აკრიტიკებენ


ბრიტანეთის მთავრობა პარლამენტის მხრიდან, განსაკუთრებული ზეწოლის ქვეშ მოექცა იმის გამო, თუ როგორ უმკლავდება ის კორონავირუსს და რა სტრატეგიით მიდის ქვეყანა.

ბრიტანეთში სიკვდილიანობა სულ უფრო იზრდება, ქვეყანაში ვირუსით 16, 272 ადამიანია გარდაცვლილი. ანგარიშები კი იუწყებიან, რომ ბრიტანეთში არ აქვს საკმარისი აღჭურვილობა და ადამიანური რესურსი იმისთვის, რომ საავადმყოფოები პაციენტების მოვლას გაუმკლავდნენ.

"რაღაც რიგზე ვერ არის"- თქვა ოპოზიციის ლიდერმა კეირ სტარმერმა პრემიერის მიერ გამართულ ყოველკვირეულ შეხვედრაზე. შეხვედრას ამჯერად არ ესწრებოდა თავად ბორის ჯონსონი, ის კორონავირუსის გადატანის შემდეგ გამოჯანმრთელების პროცესს გადის.

"შემაშფოთებელ სიტუაციას ვხედავთ. კარანტინი გვიან გამოვაცხადეთ, ტესტირება გვიან დავიწყეთ, დამცავი აღჭურვილობა გვიან გამოვიყენეთ და ვაგვიანებთ ამ მარაგის შევსებასაც", თვქა სტარმერმა, შრომის პარტიის ახალმა ლიდერმა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG