ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კვლავ რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება


ბორის ჯონსონის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც უკვე მეორე დღეა ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში განაგრძობს მკურნალობას, სტაბილურია.

პრემიერ-მინისტრის ჰოსპიტალიზება მას შემდეგ გახდა აუცილებელი, რაც თვითიზოლაციის დროს კორონავირუსის სიმპტომები გაურთულდა.

ამ დროის მონაცემებით, ბრიტანეთში, კორონავირუსის ლაბორატორიულად დადასტურებული 56 000 და გარდაცვალების 6 100 შემთხვევა ფიქსირდება.

"ბი-ბი-სის" ინფორმაციით, ჯონსონმა პრემიერის მოვალეობის შესრულება დროებით საგარეო საქმეთა მდივანს, დონიმიკ რააბს სთხოვა. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის წარმომადგენელმა განაცხადა.

ბორის ჯონსონი 55 წლისაა. მას კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები დაახლოებით 10 დღის წინ დაეწყო. ის რამდენიმე დღის განმავლობაში უწყვეტად მაღალი სიცხის ქონის გამო, საავადმყოფოში კვირას გადაიყვანეს.

XS
SM
MD
LG