ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სირიაში კვლავ მსხვერპლია


შეტაკებები სირიელ ამბოხებულებსა და სამთავრობო ძალებს შორის გრძელდება

სირიელი ოპოზიციონერი აქტივისტების განცხადებით, ამბოხებულებსა და სამთავრობო ძალებს შორის ორშაბათს მომხდარი შეტაკებების შედეგად ათეულობით ადამიანი დაიღუპა.

მშვიდობიან მოსახლეობაზე ძალადობის ფაქტების ზრდა შემაშფოთებელ რიცხვს აღწევს, რის შესახებაც ანგარიში გაეროს კომისიამ გამოაქვეყნა. ადამიანის უფლებების მონიტორინგის ჯგუფი, თავის მხრივ, აცხადებს, რომ ძირითადი შეტაკებები ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილშია, მაგრამ მსხვერპლი არის როგორც სირიის ჩრდილოეთით, ისე სამხრეთით.

ბრიტანეთში მოქმედი მონიტორინგის ჯგუფის განცხადებების გადამოწმება დამოუკიდებელი წყაროების მხრიდან ვერ ხერხდება. თუმცა, გაეროს ინსპექტორებმა დაადასტურეს, რომ ძალადობა მშვიდობიან მოსახლეობაზე ადგილი აქვს როგორც ასადის მხარდამჭერების, ისე მისი ოპონენტების მხრიდან.

XS
SM
MD
LG