ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სირიაში სიტუაცია მწვავდება


სირიაში სულ უფრო იზრდება ისლამისტი მეომრების რაოდენობა და გავლენა, რაც მომავალში სირიის ოპოზიციის რადიკალიცაზიას შეუწყობს ხელს

გაეროს კომისიის განცხადებით, სირიაში სულ უფრო უარესდება მდგომარეობა ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში.

კომისიის თავმჯდომარის, ბრაზილიელი პაოლო პინეიროს განცხადების თანახმად, ადამიანის უფლებების დარღვევამ სირიაში ისეთ მასშტაბებს მიაღწია, რომ კომისია ვეღარ აუდის ამ საქმეების გამოძიებას.

ბატონი პინეიროს თქმით, სირიაში სულ უფრო იზრდება ისლამისტი მეომრების რაოდენობა და გავლენა, რაც მომავალში სირიის ოპოზიციის რადიკალიცაზიას შეუწყობს ხელს.

ჟენევაში გაეროს წარმომადგენლობაში სირიის ელჩის ფაისალ ხაბაზ ჰამუის განცხადებით, ეს მოხსენება არ შეესაბამება სიმართლეს და საერთაშორისო საზოგადოება ყველაფერს აკეთებს, რათა სირიაში მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდეს.
XS
SM
MD
LG